რუსთავში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირით, ორი ადამიანი გარდაიცვალა, მესამე ამ დროისთვის საავადმყოფოშია გადაყვანილი. გარდაცვლილები არიან 53 და 57 წლის ცოლ-ქმარი, ხოლო 25 წლის შვილი ჰოსპიტალიზირებულია.
"ფორმულა" დეტალების გასარკვევად შსს-ს დაუკავშირდა. როგორც უწყებაში განგვიცხადებს, ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გაზის ობიექტზე უსაფრთხოების ნორმის დარღვევას გულისხმობს, რამაც რამას ორი ან მეტი პირის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.